საკონდიტრო ნაწარმი

     საკონდიტრო ნაწარმი ძალიან პოპულარულია მომხმარებელთა შორის? რადგან ის ძალიან მკვებავი და გემრიელია.
     საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობისას ყურადღება მიაქციეთ რამოდენიმე პუნკტს, რადგან მათი გათვალისწინებით თქვენ მიიღებთ კარგ შედეგს.
     საკონდიტრო ნაწარმის ხარისხი ძირითადად არის დამოკიდებული ღუმელში არსებულ ტემპერატურაზე. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა სახის ცომის გამოცხობის ოპტიმალური ტემპერატურა და ხანგრძლივობა. 

ცომის სახეობა ტემპერატურა გამოცხობის
ხანგრძლივობა
ფენოვანი
200°-250°
30-45 წთ
ბისკვიტი
200°-220°
30-35 წთ
ფხვიერი
200°-220°
10-20 წთ
ბეზე
90°-110°
30-90 წთ
საფურიანი
220°-240°
15-45 წთ
  
საკონდიტრო ნაწამრმის გამოცხობისას გამოიყენება პირველი ხარისხის ფქვილი. გამოიყენეთ გაცრილი ფქვილი, იგი შთანთქავს ჟანგბადით. ფაფუკი ცომის მიღება ასევე შესაძლებელია ეგრეთ წოდებული "რაზრეხლიტელის", საფუარის ან სოდის დამატებით.
     ნაწარმის სასურველი გემოს და არომატის მიღებისათვის გამოიყენება: ვანილი, ყავა, მშრალი ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მარილი და მიქანდარეჩინი.
    ასევე საკონდიტრო ნაწარმში ძალიან ბევრჯერ შეხვდებით კაკაოს ფხვნილს, კაკაოს ამატებენ კრემში (შოკოლადის კრემის მისაღებათ); კაკაოს ხმარობენ შოკოლადის მინანქარში; აგრეთვე ცომში და ბისკვიტში.