23 February 2011

კლასიკური მოხარშული კრემი, ვიდეო რეცეპტი





ამ კრემის მომზადებას შესძლებს დამწყები დიასახლისიც, ეს კრემი კარგად უხდება ტორს, ნამცხვარს, ეკლერს, შუს, ტორტალეტკას და ა.შ. . 10 სუფრის კოვზი ფქვილი, 2,5 ჩაის ჭიქა შაქარი ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში, ავურიოთ კარგად, დავუმატოდ ჯერ 3 ჩ/ჭ რძე(წყალი), კარგად ავურიოთ ხელის მიქსერით, შემდგომ დავუმატოდ კიდევ 2 ჩ/ჭ რძე(წყალი). დავდგათ ცეცხლზე და მუდამ ვურიოთ, სასურველია ხის კოვზით, როდესაც შეატყობთ რომ კრემი იწყებს ადუღებას, შეანელეთ ცეცხლი, ურიეთ. როგორც კი მოიხარშება კრემი აცადეთ 2 წუთი ასე ცეცხლზე ყოფნა, თქვენ კი სანამ მოამზადეთ ჭურჭელი სადაც კრემს ჩაასხავთ, ჩაასხით კრემი, აცადეთ გაციებას, როდესაც ცივდება არ დაგავიწყდეთ მისი არევა (ასე უფრო მალე გაცივდება და იქნება უფრო ადვილად ასათქვეფი). ავიღოთ 250 გრ კარაქი(მარგარინი, დღეს საქართველოში მარგარინთა ფართო არჩევანია, მაგრამ მე უპირატესობას ვუწევ "ვიტამ"-ს, თქვენ შეგიძლიათ იხმაროთ ნებისმიერი, თუ ხმარობთ "ონა"-ს არ დაგავიწყდეთ, რომ იგი ძალიან მძიმეა(კოლორიულად) და ათქვეფის დროს უნდა იმდენი თქვიფოთ სანამ გაათეთრებთ) და საცრესზე გავატაროთ, ავთქვიფოთ გათეთრებამდე და ნელ ნელა შევამატოთ კრემი, ბოლოს დავუმატოდ ვანილი(ვანილს ვამატებთ ბოლოში რადგან ის იმატებს პროპორციებში და ზედმეტი რომ არ გამოგვივიდეს და არ გააფუჭოს ნაწარმი ვამატებთ ბოლოში) და მარილი გემოვნებით, და კიდევ ერთი რჩევა, თუ კრემი აგეჭრათ არ შეგეშინდეთ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მშრალი სლივკა ან შაქრის პუდრა


 მასალა:

  • ფქვილი - 10 ს/კ
  • შაქარი - 2,5 ჩ/ჭ
  • რძე(წყალი) - 5 ჩ/ჭ 
  • ვანილი, მარილი (გემოვნებით)

1 comment:

  1. ძალიან კარგი რეცეპტია, ყოჩაღ!!! წარმატებები )))))))))))

    ReplyDelete