4 June 2013

სალათა "საზაფხულო"


  •   კომბოსტო ახალი - 200 გ  
  •  ბოლოკი - 1 კონა.;
  • კიტრი - 3 ;
  •  კამა - 1 კონა.;
  • ყველი - 100 ;
  •  შავი წიწაკა  გემოვნებით ;
  •   მარილი - გემოცნებით ;
  •   ლიმნის წვენი - 1 ს/კ
  •  ზეთი - 3 ს/კ.;
  • ხახვი წითელი - 0,5-1 ; 



დავჭრათ: კომბოსტო, კიტრი, ბოლოკი. ყველი გავცრათ სასრესზე, კამა წვრილად დავჭრათ.


დავამატოდ რგოლებად დაჭრილი ხახვი, დავამატოდ ასევე ზეთის და ლიმონის ნარევი, ავურიოთ ყველაფერი, დავაყაროთ მარილი, წიწაკა.
გემრილეად მიირთვით.

31 May 2013

ბატკნის ნეკნები ღუმელში

ამ რეცეპტის სიადვილე იმაშია, რომ არ გვიწევს დგომა გაზქურასთან მთელი მოხარშვის პროცესის განმავლობაში. ხორცის სინაზე გაგაოცებთ. ეს კერძი მზადდება ღუმელის პოლიეთილენის პარკში "в рукаве". მანამდე სანამ სტუმრები თქვენს კარების წინ გამოჩნდებიან გთავაზობთ უადვილესს რეცეპტს.






  1. გარეცხეთ ხორცი, დაჭერით.
  2. ჩავეთ სპეციალურ პარკში, რომელიც არ სკდება ღუმელში.
  3. დავაყაროთ მარილი, წიწაკა, დაფნა, გემოვნებით ალუჩა.
  4. შევკრათ პარკი და შევდგათ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. საათ ნახევარში კერძი მზად გვაქვს.
  5. გარნირზე შეგიძლიათ ასეთივე მეთოდით შეწვათ კარტოფილი: 
  • დაჭერით კარტოფილი ნსხვილად, გარეცხეთ, ხარშეთ მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩადეთ ცხელი კარტოფილი "ღუმელის პარკში" ჩადეთ ასევე კარაქი 100 გ, შეკარით და დატოვეთ ღუმელში მანამდე სანამ არ გახდება ოქროსფერი.

26 January 2013

პეჩენია ვალენტინი, ვიდეო რეცეპტი




მასალა:

  • კარაქი - 200 გ
  • შაქარი - 200 გ
  • კვერცხი - 2 ც
  • ფქვილი - 550 გ


სამეფო მინანქარი, შაქრის მინანქარი, აისინგი




ეს მინანქარი არის ძალიან მყარი, მტრევადი, პრიალა ზედაპირით. 
რეცეპტი გათვლილია ერთჯერად პორციაზე, რომელის საშუალებით გააფორმებთ უბრალო ტორტს.

საჭიროა გავცრათ დაახლოებით 250-300 გ შაქრის პუდრა.

1. ძალიან ფრთხილად ერთ კვერცხის გულს მოვაცილოთ ცილა, ცილა ჩავასხათ მშრალ ჭურჭელში (სასურველია შუშის).  

2. პირველ რიგში ავურიეთ ცილა, შემდეგ ხელის მოძრაობა ავაჩქაროთ და ვურიოთ, მაგრამ არც თუ ისე დავაჩქაროთ. ადვილია ცილის ათქვეფა ხელის მიქსერით მოხდეს. ბევრი დიასახლისი ამას აკეთებს ჩანგლით, სხვათაშორის კარგად გამოსდით.

3. ნელ-ნელა ვამატოთ გაცრილი შაქრის პუდრა, დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი ყოველ ჯერზე. შეგიძლიათ გააჩეროთ თქვეფა იმ მომენტს როდესაც ამატებთ შაქრის პუდრას, მერე ისევ უნდა თქვიფოთ პუდრის გადნობამდე. პუდრის არევა უნდა მოხდეს ხის კოვზით.

4. მაშ ასე, ამ ათქვეფის გაგრძელება უნდა მოხდეს იქამდე სანამ ბოლომდე არ შეურევთ პუდრას, ამაში მშვენიურად დაგეხმარებათ მიქსერი. მიიღებთ ერთგვაროვან, თეთრ, პრიალა მასას.


5. ათქვეფის დროს (სადღაც შუაში) დაამატეთ ორი წვეთი ლიმნის მჟავა, ან კრისტალი. ასევე დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი რაფინირებული ზეთი, უკეთესი სიპრიალის მისაღებათ.

6. ბოლოს უნდა გააკონტროლოთ მინანქრის კონსესტენცია, თუ მყარია ძალიან  დაამატეთ ცოტა წყალი, თუ პირიქით - პუდრა, გააჩნია როგორ უნდა გამოიყენოთ მინანქარი (ის უნდა იყოს მყარი ზედაპირის დაფარებისთვის, პირველ რიგში კუთხეებისთვის, ან უფრო თხელი იმისათვის, რომ დახატოთ ზედ ან დააწეროთ).


7. მომზადების მერე უნდა შეინახოთ მინანქარი. დააფარეთ სველი ტილოთი და დახურეთ გერმეტიკულად. ტილო შეინახავს იმ ტემპერატურას და ნესტიანობას, რომელიც არ დაუშვებს მინანქრის გაქვავებას. მაცივარში ასეთი მასა შეინახება 5-7 დღის განმავლობაში.

8. გამოყენებამდე მინანქარი უნდა აურიოთ და გასინჯოთ მისი კონსისტენცია. შესაძლებელია, რომ დაგჭირდეთ მე-6 პუნქტის განმეორება.





25 January 2013

ტკბილი ფუნთუშა, რეცეპტი




მასალა:
  • რძა - 200 მლ 
  • კვერცხი - 2 ც 
  • კარაქი - 35 გ 
  • შაქარი - 3 ს/კ 
  • ვანილი -  5 გ
  • საფუარი -  1.0 ჩ/კ
  • ფქვილი -  3 ჭიქა
  • მარილი - 0.5 ჩ/კ 



მომზადების წესი:


 1 ეტაპი
  1. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და 1 ჩ/კ შაქარი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი ავურიოთ და გადავდოთ სანამ საფუარი დაიწყებს თავის რეაქციას. 
  2. კარაქი გავადნოთ.
  3. ცალკე ჯამში ავურიოთ კვერცხი, ცოტა გადავასხათ (წასმისთვის), დარჩენილ კვერცხებში დავამატოთ დარჩენილი შაქარი, ვანილი, მარილი დაგამდნარი კარაქი ყველაფერი კარგად ავურიოთ. ამ მასაში დავამატოთ ცალკე გადადებული რძე საფუართან ერთად. 
  4. ფქვილი ვამატოთ ნელ ნელა (გაცრილი!), ვურიოპთ ან ჩანგლით ან კოვზით.
  5. როდესაც ცომი გახდება მაგარი, გადავიტანოთ სამუშაო ადგილას და მოვზილოთ ელასტიური ცომი.  ჩავდოთ ეს ცომი ზეთით წასმულ ჯამში, დავაფაროთ და დავდოთ თბილ ადგილას ერთი საათით. 
  6. ამოსული ცომი გადავიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და გავყოთ თანაბარ 9-10 გუნდათ. შიგთავსის სახით შევიძლია მოხარშული შესქელებული რძე ჩავდოთ ან რომელიმე მურაბა (გემოვნებით). ბოლოები კარგად შევკრათ.

2 ეტაპი.
  1. დავაწყოთ ფუნთუშები პერგამენტის გაღალდზე.

3 ეტაპი.
  1. დავაფაროთ პოლიეთილენის პარკით და გადავდოთ თბილ ადგილას 20 წუთით.. მანამ გავახუროთ ღუმელი 180-200 გრადუსამდე. ფუნთუშებს წავუსვათ კვერცხი, დავაყაროთ ნაფშვენი (ხელით შევურიოთ 30 გ კარაქი, 2 სუფრის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი)

4 ეტაპი.
  1. შევდგათ ღუმელში ჩვენი ფუნთუშები, ვაცხოთ ოქროსფერ ზედაპირამდე, გამოვიღოთ და გავაციოთ.

გემრიელად მიირთვით!